2024-11-15 14:13:33, 353 ნახვა
პოლიტიკა
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტის სხდომის პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტის სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც “მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის მოწესრიგების“ შესახებ კანონპროექტის რატიფიკაცია იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას “ტელეგრამ-არხი“ Respublica ავრცელებს.
მათი ცნობით, ე.წ. სხდომას 21 “დეპუტატი“ ესწრება, მოქალაქეები კი “სხდომის“ პარალელურად ე.წ. პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციას მართვენ.
“ტელეგრამ-არხის“ ინფორმაციით, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ე.წ. პარლამენტის ღობე შეანგრიეს და ეზოში შეიჭრნენ.
“სხდომა უნდა შედგეს და დეპუტატებმა საკითხი დღის წესრიგიდან უნდა მოხსნან. სანამ ეს მოთხოვნა არ შესრულდება, აქედან არსად წასვლას არ ვაპირებთ“,- განაცხადა ე.წ. ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ადგურ არძინბამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,