02:14 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-15 09:11:19, 441 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელად რობერტ კენედი უმცროსი დაასახელა

ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, “რესპუბლიკელმა“ დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე რობერტ კენედი უმცროსი დაასახელა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედიის ცნობით, კენედის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

“ყველა ამერიკელის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა ნებისმიერი ადმინისტრაციის უმთავრესი პრიორიტეტია. ჯანდაცვის დეპარტამენტს მნიშვნელოვანი როლი ექნება იმის უზრუნველყოფაში, რომ ყველა დაცული იყოს მავნე ქიმიური ნივთიერებების, დამაბინძურებლების, პესტიციდების, ფარმაცევტული პროდუქტებისა და საკვები დანამატებისგან, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ჩვენს ქვეყანაში ჯანმრთელობის კრიზისის შექმნაში“,- აცხადებს ტრამპი.

შეგახსენებთ, რობერტ კენედი უმცროსი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად მონაწილეობდა, თუმცა მოგვიანებით მან მხარი დონალდ ტრამპის კანდიდატურას დაუჭირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics