02:15 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-14 16:20:46, 407 ნახვა

მსოფლიო
პესკოვი - აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან კონტაქტი არ ყოფილა

ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან კონტაქტი არ ყოფილა,- ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

კითხვაზე, შედგება თუ არა საუბარი აშშ-ის ახლადარჩეული "რესპუბლიკელი" პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გუნდთან "სავიზო შეზღუდვების მოხსნის შესახებ, რომელიც გაეროს ნორმალურ ფუნქციონირებას ხელს უშლის", პესკოვმა უპასუხა, რომ "მოლოდინებზე საუბარი ჯერ ადრეა". 

"ჯერჯერობით კონტაქტი არ ყოფილა. ეს ერთადერთი საკითხი არ არის, რომელიც ამერიკელების წინაშე შეიძლება დაისვას. ერთი კონკრეტული საკითხის გამოყოფა არასწორი იქნება",- განაცხადა პესკოვმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics