14:15 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-13 15:29:17, 377 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოში ჩატარებული არჩევნებისა და რუსეთის სავარაუდო ჩარევის საკითხზე, ევროპარლამენტში დღეს დებატები ჩაინიშნა

დღეს, 13 ნოემბერს ევროპარლამენტში, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგებისა და რუსეთის სავარაუდო ჩარევის შესახებ დებატები გაიმართება. ამის შესახებ განცხადება ევროპარლამენტის ვებგვერდზე გავრცელდა.

განცხადების თანახმად, პოლიტიკური ჯგუფები დღის წესრიგში ცვლილების შეტანის შესახებ შეთანხმდნენ და გადაწყვეტილება ევროპარლამენტარებმა უნდა დაადასტურონ.

"პარლამენტი გამოხატავს შეშფოთებას საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის გამო. ოთხშაბათს გამართულ დებატებში, ევროპარლამენტარები განიხილავენ საქართველოს სადავო საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, მათ შორის რუსეთის სავარაუდო ჩარევას. პოლიტიკური ჯგუფები შეთანხმდნენ პლენარული დღის წესრიგის შეცვლაზე ამ თემის დასამატებლად. გადაწყვეტილება გახსნაზე უნდა დაადასტურონ ევროპარლამენტარებმა.

საქართველოში ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა 2024 წლის ოქტომბერში ჩატარებული სადავო საპარლამენტო არჩევნების შედეგის გასაპროტესტებლად, რომელშიც მმართველმა პარტიამ "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა იმ ფონზე, რომ რუსეთი დაეხმარა ხმების გაყალბებაში. აქციის მონაწილეები სხვა საკითხებთან ერთად ითხოვენ ახალი არჩევნების ჩატარებას საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ და ხმის მიცემის სავარაუდო გაყალბების სათანადო გამოძიებას.

კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ, ევროკავშირის 15 მთავრობის წარმომადგენელმა გამოხატა ღრმა შეშფოთება საქართველოში შექმნილი ვითარებით და დაგმეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების დარღვევა. წამყვანმა ევროპარლამენტარებმა ასევე მიუთითეს საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ გამოვლენილ დარღვევებზე და მოითხოვეს აღნიშნული დარღვევების სათანადო გამოძიება. ევროპარლამენტარები რეზოლუციას კენჭს 25-28 ნოემბერს პლენარულ სესიაზე უყრიან",- ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხმაური იყო მარნეულის სოფელ შულავერში გამართულ აქციაზე - ვიდეო
Global Finance-ის დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ბანკს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოში საუკეთესო ბანკის ჯილდო გადაეცა
კობახიძემ ომში მყოფი უკრაინა გააკრიტიკა- უკრაინაში ჩამოქცეულია ეკონომიკა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა
დათუნაშვილი -კობახიძე აქამდე საოკუპაციო ხაზთან არ იყო ნამყოფი, ახლა დაემატა, რომ ბაზარსა და მაღაზიაშიც არ არის ნამყოფი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics