2024-11-13 11:03:47, 415 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა ილონ მასკი და ვივეკ რამასვამი სამთავრობო ეფექტიანობის ახალი დეპარტამენტის ხელმძღვანელებად დაასახელა
ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეულმა "რესპუბლიკელმა" პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი და ყოფილი "რესპუბლიკელი" საპრეზიდენტო კანდიდატი ვივეკ რამასვამი სამთავრობო ეფექტიანობის ახალი დეპარტამენტის ხელმძღვანელებად დაასახელა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ტრამპის განცხადებით, მასკსა და რამასვამის მიენიჭებათ უფლებამოსილება, განახორციელონ მასშტაბური ცვლილებები სამთავრობო ხარჯებში.
"ეს ორი შესანიშნავი ამერიკელი ერთად გაუკვალავს გზას ჩემს ადმინისტრაციას სამთავრობო ბიუროკრატიის დაშლის, ზედმეტი რეგულაციების შემცირების, უსარგებლო დანახარჯების შეკვეცისა და ფედერალური სააგენტოების რესტრუქტურიზაციისკენ - რაც აუცილებელია "ამერიკის გადარჩენის მოძრაობისთვის",- ნათქვამია ტრამპის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,