|
2024-11-11 21:45:55, 310 ნახვა
პოლიტიკა
როთი - თბილისი ევროპის ჭეშმარიტი დედაქალაქია - მეგობრებო არ დანებდეთ, თქვენთან ერთად ვართ
"თბილისი ევროპის ჭეშმარიტი დედაქალაქია - მეგობრებო არ დანებდეთ, თქვენთან ერთად ვართ" - - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაელ როთმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. . "ძალიან მოხარულები ვართ, რომ თბილისში დავბრუნდით - ევროპის ჭეშმარიტ დედაქალაქში. გვსიამოვნებს თქვენი სტუმარმასპინძლობა და რეალურად ვიცით, რომ ზოგიერთი ადამიანი თქვენ ქვეყანაში, მთავრობაში, მმართველ პარტიაში დიდად არ არიან კმაყოფილები ჩვენი ვიზიტით, მაგრამ ჩვენ არ ვართ მტრები, ჩვენ ვართ მეგობრები - ჩვენ ვართ თავისუფალი, დემოკრატიული საქართველოს მეგობრები, რომელიც ფაქტობრივად ევროპის ცენტრია დღეს - ეს არის თქვენი ადგილი და თქვენ ამას იმსახურებთ. ისინი ჩვენ გვაკრიტიკებენ, თითქოს ვერევით თქვენი ქვეყნის შიდა საქმეებში, ეს არის ჩარევა? ჩარევაა, როცა თქვენი სახელმწიფოს პრეზიდენტს ვხვდებით? მამაც ქალბატონს, რომელიც იბრძვის თქვენთან ერთად, თქვენი ქვეყნის ნათელი და ამაყი მომავლისთვის. ჩარევას ვეძახით, როცა თქვენ გხვდებით - ამაყი ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც იბრძვით ევროპული ღირებულებისთვის, დემოკრატიისთვის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის? ეს არ არის ჩარევა, ეს არის ერთიანი მომავალი გაერთიანებულ ევროპაში. ამიტომ ვართ დღეს აქ - გვინდა მოგიწოდოთ, დაგეხმაროთ, მხარი დაგიჭიროთ - ვიცი, რომ დაღლილები ხართ, იმედგაცრუებულები, მაგრამ ძვირფასო მეგობრებო არ დანებდეთ, ჩვენ თქვენთან ერთად ვართ." - განაცხადა როთმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)