03:37 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-10 16:25:44, 435 ნახვა

მსოფლიო
ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ჩრდილოეთ კორეასთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების რატიფიკაციას გულისხმობს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების რატიფიკაციას გულისხმობს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, ხელშეკრულების მე-4 მუხლი ადგენს, რომ თუ ერთ-ერთი მხარე ექვემდებარება შეიარაღებულ თავდასხმას სხვა სახელმწიფოს, ან რამდენიმე ქვეყნის მხრიდან და აღმოჩნდება ომის მდგომარეობაში, მაშინ მეორე მონაწილე დაუყოვნებლივ გაუწევს სამხედრო და სხვა სახის დახმარებას ყველა არსებული საშუალებით.

ამავე ხელშეკრულების მე-8 მუხლის თანახმად, მხარეები ქმნიან მექანიზმებს ერთობლივი საქმიანობისთვის, რათა გააძლიერონ თავდაცვის შესაძლებლობები ომის თავიდან აცილების ინტერესებიდან გამომდინარე და რეგიონული და საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, შეთანხმებამ 2000 წლის 9 თებერვლის რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის მეგობრობის, კეთილმეზობლობისა და თანამშრომლობის ძირითადი ხელშეკრულება უნდა შეცვალოს.

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტს ორი ქვეყნის ლიდერებმა ხელი 19 ივნისს, ვლადიმერ პუტინის ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქ ფხენიანში ვიზიტის დროს მოაწერეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics