|
2024-11-10 11:50:35, 5475 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის ძალების მე-5 საარტილერიო ბრიგადის დაარსებიდან 32 წელი შესრულდა
საქართველოს თავდაცვის ძალების მე-5 საარტილერიო ბრიგადის დაარსებიდან 32 წელი შესრულდა - საზეიმო ღონისძიება ვაზიანში, საარტილერიო ბრიგადის ტერიტორიაზე გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სამწყობრო მოედანზე შეკრებილ პირად შემადგენლობას იუბილე საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ მიულოცა. „მან არტილერისტებს სამშობლოს წინაშე ღირსეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. აღმოსავლეთის სარდალმა და ბრიგადის ხელმძღვანელმა პირებმა ტერიტორიაზე არსებული გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული გმირების ხსოვნას. ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიით გაგრძელდა. პირადი შემადგენლობა დაჯილდოვდა სამსახურებრივი საშტატო იარაღით, უწყებრივი მედლებით - „გენერალი კვინიტაძე“, „სამშობლოსათვის თავდადებული“ და „გიორგი ანწუხელიძე“. ღონისძიების დასასრულს, სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებმა მე-5 საარტილერიო ბრიგადის შეიარაღება დაათვალიერეს და გასართობ ღონისძიებებს დაესწრნენ“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)