|
2024-11-09 17:31:31, 403 ნახვა
პოლიტიკა
გვარამია - ჩვენ არ ვართ სუს-ის ქვეყანა, რომ ჩვენ არ გავისუსებით! -წართმეულის დაბრუნება მოგიწევთ და გახსენებთ, ემსახურეთ საქართველოს
ჩვენ არ ვართ სუს-ის ქვეყანა, რომ ჩვენ არ გავისუსებით! -წართმეულის დაბრუნება მოგიწევთ და გახსენებთ, ემსახურეთ საქართველოს,- ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერმა ნიკა გვარამიამ, მსვლელობის დროს სუს-ის შენობასთან განაცხადა და სუს-ის თანამშრომლებს მიმართა. გვარამიას განცხადებით, "ნუ იქნებით ივანიშვილის მსახურები, ქვეყნის მსახურები უნდა იყოთ, რუსებს ნუ დაუთმობთ საქართველოს, დაგვიბრუნეთ სამშობლო, დაგვიბრუნეთ არჩევნები
"გამარჯვება ახლოსაა, ჩვენ დავიბრუნებთ სამშობლოს. არჩევნები ჩაატარა სუს-მა, არჩევნები ჩატარდა აქ, ამ შენობაში. ეს ხალხი ყველაფერს აკეთებს გარდა სახელმწიფო უსაფრთხოებისა, გარდა ჩვენი ინტერესების დაცვისა. გავაგონოთ ჩვენი ხმა და ვუთხრათ, რომ ჩვენ არ ვართ სუს-ის ქვეყანა, რომ ჩვენ არ გავისუსებით! არჩევნები ჩვენია, საქართველო ჩვენია, ჩვენ არ დაგითმობთ სამშობლოს. ხალხი მიუძღვის ამ პროცესებს, ჩვენ ხალხის ნაწილი ვართ. როგორც ხალხი ვეუბნებით ამ შენობას, ნუ გადაიქცევით ბოროტების სასახლედ. უფრო სწორად უკვე ხართ ბოროტების სასახლე, როგორც საბჭოთა კაგებე. დაგვიბრუნეთ სამშობლო, დაგვიბრუნეთ მოპარული არჩევნები ეს ქვეყანა ჩვენია. ჩვენ მივდივართ ევროპაში. ნუ იქნებით ბიძინა ივანიშვილის მსახურები. ქვეყნის მსახურები უნდა იყოთ, პატრიოტები ამ ქვეყნის, რუსებს ნუ დაუთმობთ საქართველოს, დაგვიბრუნეთ სამშობლო, დაგვიბრუნეთ არჩევნები. საქართველო ჩვენია, წართმეულის დაბრუნება მოგიწევთ და გახსენებთ, ემსახურეთ საქართველოს, დაანებეთ თავი ივანიშვილს! ის წავა და თქვენ დარჩებით, თვალებში უნდა ჩახედოთ შვილებს, ცოლებს, ქმრებს, მეზობლებს, მეგობრებს, თანამოქალაქეებს! დაგვიბრუნეთ წართმეული, დაგვიბრუნეთ სამშობლო,"- განაცხადა ნიკა გვარამიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)