2024-11-09 11:09:03, 418 ნახვა
მსოფლიო
Reuters - ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ამერიკელ სამხედრო კონტრაქტორებზე დაწესებული აკრძალვა მოხსნა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ამერიკელ სამხედრო კონტრაქტორებზე დაწესებული აკრძალვა მოხსნა, რის შედეგადაც, ისინი უკრაინაში აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღის შეკეთებას შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, დე-ფაქტო აკრძალვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მიმდინარე თვის დასაწყისში, საპრეზიდენტო არჩევნებამდე, მიიღო.
აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ პირველად პენტაგონი ამერიკულ კომპანიებთან უკრაინაში მუშაობის მიზნით კონტრაქტის გაფორმებას შეძლებს.
ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ უკრაინაში კონტრაქტორების მცირე რაოდენობა ჩავა და ისინი ფრონტის ხაზისგან შორს იმუშავებენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,