09:05 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-09 10:52:50, 385 ნახვა

საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძე, თურქეთში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე თურქეთში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

მიხეილ სარჯველაძე, სტამბოლში, ქალთა და სამართლიანობის მე-6 საერთაშორისო სამიტში მონაწილეობს. სამიტის თემა, ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, ქალთა გამოწვევები და შესაძლებლობებია.  მაღალი დონის შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გახსნა.

სესიაზე, მიხეილ სარჯველაძე სიტყვით გამოვიდა. მინისტრმა ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ პროცესში, გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა აუცილებელია.

"ხელოვნურმა ინტელექტმა და მისმა ტექნოლოგიებმა ცხოვრება შეცვალა - ბიზნეს ოპერაციებიდან დაწყებული, ჯანდაცვის, განათლებისა და კომუნიკაციის სფეროებამდე. თუმცა, ასევე უნდა გვესმოდეს, რომ ამ პროგრესს თან ახლავს გამოწვევები, განსაკუთრებით მაშინ, როცა მისი გავლენები ქალებზე განიხილება.

საქართველოში, უკვე ვდგამთ ნაბიჯებს, რომ გავაფართოოთ STEM (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა) განათლება გოგონებისთვის, როგორც გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის ნაწილი. ქვეყანა აქტიურად მუშაობს, რომ იპოვოს ახალგაზრდა ინოვატორები, რათა მათ მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებთან მუშაობაში და შეძლონ ამ ტექნოლოგიების განვითარებაში მონაწილეობა. ამ ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდაჭერისა და განათლების გზით, ჩვენ შეგვიძლია, გავაფართოოთ, ხელოვნური ინტელექტის სფეროში, ქალი ლიდერების რაოდენობა, რაც გავლენას მოახდენს ტექნოლოგიების სფეროში ინკლუზიურობაზე.

ხელოვნურმა ინტელექტმა, ჯანდაცვის სფეროში, დაავადებების ადრეული გამოვლენა და პერსონალიზებული მედიცინა, უფრო ხელმისაწვდომი გახადა, განსაკუთრებით ქალებისთვის დამახასიათებელი დაავადებების მიმართულებით, როგორიცაა მკერდისა და საშვილოსნოს ყელის კიბო",- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ, სიტყვით გამოსვლისას.

საერთაშორისო სამიტში, ასევე, მონაწილეობს საქართველოს გენერალური კონსული სტამბოლში ალექსანდრე ჯიშკარიანი. 

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ობამამ გააკრიტიკა ტრამპის ირანთან მიღწეული შეთანხმება: „ჩვენ ისევ საწყის წერტილს დავუბრუნდით“
NYT: ტრამპმა ზელენსკისთან დაპირისპირებას „შესანიშნავი სატელევიზიო შოუ“ უწოდა
დრონებით თავდასხმების გამო, რუსეთში ბენზინის წარმოება ივნისში ერთი მეოთხედით შემცირდა
ზელენსკიმ ლუკაშენკოს ერთი კვირა მისცა ბელარუსში იმ აღჭურვილობის გასათიშად, რომელიც რუსეთს უკრაინაში დარტყმებში ეხმარება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics