|
2024-11-08 16:21:36, 1283 ნახვა
რეგიონი
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი - რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით, დეპარტამენტის მენეჯმენტი ლონდონში საქმიან შეხვედრებს მართავს
რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მენეჯმენტი ლონდონში საქმიან შეხვედრებს მართავს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის ცნობით, მსოფლიოში უმსხვილესი ტურისტული გამოფენის ფარგლებში „WTM 2024“ შეხვედრები მიმდინარეობს წამყვანი მედიასაშუალებების, ტურისტული კომპანიების, ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებთან. "მათ შორისაა: Euronews, BBC, Wanderlust, Rough Guides, National Geographic, Matador Network, Food and Travel Magazine, Adventure Travel Trade Association, Amadeus და Mail Metro Media. გამოფენაში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ სააგენტოებთან ერთად მონაწილეობს. აჭარის მრავალფერავანი ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია წელს, 20-ზე მეტ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე განხორციელდა. მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზრებზე, როგორებიცაა ბერლინის, ფრანქფურტის, დუბაის, ჰელსინკის, ნიუ-იორკის, ვენის და პრაღის ტურისტული გამოფენები",- ნათქვამია ინფორმაციაში.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)