09:10 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-07 16:17:25, 432 ნახვა

საზოგადოება
ქურდოვანიძე სააპელაციოს გადაწყვეტილებაზე - ეს არ იყო მართლმსაჯულება, ამას სამართალთან საერთო არაფერი არ აქვს

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

როგორც ქურდოვანიძემ აღნიშნა, "სასამართლო იმასაც კი არ შეეცადა, რომ ფორმალურად პატივი ეცა დარბაზში მყოფი ხალხისთვის და ორი სიტყვა მაინც ეთქვა, რატომ აუქმებდა, მათ შორის, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას".

ქურდოვანიძის თქმით, აღნიშნულ საქმეს მართლმსაჯულებასთან და სასამართლოსთან საერთო არაფერი ჰქონდა.

"სასამართლო იმასაც კი არ შეეცადა, რომ ფორმალურად პატივი ეცა დარბაზში მყოფი ხალხისთვის და ორი სიტყვა მაინც ეთქვა, რატომ აუქმებდა, მათ შორის, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას და რატომ არ აკმაყოფილებდა ჩვენს საჩივრებს. მათ არაფერი არ თქვეს, მათ უბრალოდ პროცედურული ნორმები დაასახელეს და თქვეს, რომ მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უნდა დაკმაყოფილდეს საარჩევნო ადმინისტრაციის მოთხოვნა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ.

ეს იყო მოსალოდნელი. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვიკვირს ის, რაც აქ მოხდა. პირიქით, ჩვენ გაგვიკვირდა ის, რომ ამ სისტემაში აღმოჩნდა ერთი მოსამართლე, რომელმაც გაბედა და ამ საქმეს დაარქვა თავისი სახელი. რაც მოხდა აპელაციაში, ეს იყო სრულიად მოსალოდნელი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გუშინ იგრძნობოდა, რომ სააპელაციო სასამართლოს ქუთაისში და თბილისში ჰქონდათ, გარკვეულწილად ჩვენი ვარაუდით, კოორდინაცია. იმიტომ, რომ ქუთაისში ძალიან ყოვნდებოდა გადაწყვეტილების მიღება, ამ საქმის გადაწყვეტილების გამოცხადება პარალელურად. ერთი 24 საათის განმავლობაში აქ ხდებოდა, ეს არ იყო, რა თქმა უნდა, სასამართლო, ეს არ იყო მართლმსაჯულება, ამას არაფერი არ აქვს სამართალთან",- განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ. 

შეგახსენებთ, თბილისის სააპელაციო სასამართლომ აღმოსავლეთ საქართველოს 1 293 ტექნოლოგიური უბნის ბათილად ცნობის შესახებ საიას მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ობამამ გააკრიტიკა ტრამპის ირანთან მიღწეული შეთანხმება: „ჩვენ ისევ საწყის წერტილს დავუბრუნდით“
NYT: ტრამპმა ზელენსკისთან დაპირისპირებას „შესანიშნავი სატელევიზიო შოუ“ უწოდა
დრონებით თავდასხმების გამო, რუსეთში ბენზინის წარმოება ივნისში ერთი მეოთხედით შემცირდა
ზელენსკიმ ლუკაშენკოს ერთი კვირა მისცა ბელარუსში იმ აღჭურვილობის გასათიშად, რომელიც რუსეთს უკრაინაში დარტყმებში ეხმარება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics