05:02 - 31 Jul, 2026
|
2024-11-07 12:29:21, 455 ნახვა
სამართალი
სარფის მებაჟე ოფიცრებმა 14 კილოგრამზე მეტი არადეკლარირებული ვერცხლის ნაკეთობები გამოავლინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის "სარფის" საბაჟო გამშვებ პუნქტში მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული სატრანსპორტო საშუალების დეტალური დათვალიერების შედეგად, ავტობუსის სალონში, წინასწარ მოწყობილ სამალავში ორ შეკვრად დაფასოებული 14.0967 კილოგრამი არადეკლარირებული ვერცხლის საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს. არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 35 382.72 ლარი შეადგინა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)