|
2016-02-26 23:11:37, 1246 ნახვა
კომენტარი
ეკა მიშველაძე: ვერანაირ მოტივს ვერ განვიხილავ, მათ შორის ვერც შურისძიების
''ვერანაირ მოტივს ვერ განვიხილავ მათ შორის ვერც შურისძიების'' - ამის შესახებ ჟურნალისტმა, ეკა მიშველაძემ, რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ, პოლიციის შენობის დატოვებისას განაცხადა. ის ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება პოლიციას არ უნდა გაუჭირდეს. ''გამოძიებამ დამისვა შეკითხვები განვიხილავ თუ არა რაიმე ვერსიებს მაგრამ მე ძალიან მიჭირს რაიმეზე ვიფიქრო. ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენ ძალიან ბედნიერი ურთიერთობა გქვონდა, გვაქვს და გვექნება იმ ადამიანებისდა სამწუხაროდ, ვინც ეს სისაძაგლე ჩაიდინა. ვერანაირ მოტივს ვერ განვიხილავ მათ შორის ვერც შურისძიების, ათას რამეზე ვფიქრობ, მაგრამ არ ვიცი რეალური მიზეზები. მე არ ვიცოდი, რომ დღეს ის საფლავზე მიდიოდა, შესაბამისად ისიც არ ვიცი ვისთან ერთად იყო იქ. ამ დანაშაულის ჩამდენი აუცილებლად უმკაცრესად უნდა დაისაჯოს მნიშვნელობა არ აქვს ეს იქნება პოლიტიკოსი თუ რიგითი ადამიანი დღისით მზისით მოხდა ეს საზარელი დანაშაული და ამისი გამოძიება პოლიციას არ უნდა გაუჭირდეს,'' - განაცხადა ეკა მიშველაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)