2024-11-07 11:22:24, 382 ნახვა
მსოფლიო
„შევთანხმდით, რომ ჩვენს თანამშრომლობას გავაძლიერებთ“ - ზელენსკი ტრამპს ტელეფონით ესაუბრა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი "რესპუბლიკელ" დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა და ამერიკის შეერთბული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
მისი განცხადებით, ტრამპთან დიალოგის შენარჩუნებასა და თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდა.
"შესანიშნავი სატელეფონო საუბარი მქონდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და მას ისტორიული გამარჯვება მივულოცე. ეს შედეგი შესაძლებელი გახადა მისმა უზარმაზარმა კამპანიამ. ვაფასებ მის ოჯახს და გუნდს დიდი შრომისთვის.
შევთანხმდით, შევინარჩუნოთ მჭიდრო დიალოგი და განვავითაროთ ჩვენი თანამშრომლობა. შეერთებული შტატების ძლიერი და ურყევი ხელმძღვანელობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მსოფლიოსთვის და სამართლიანი მშვიდობისთვის",- წერს ზელენსკი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,