|
2016-02-26 19:29:58, 527 ნახვა
საზოგადოება
სევდია უგრეხელიძე: ჩვენ სულ მალე დავინახავთ, რომ ძალიან ბევრ ადამიანს გაუჭირდება
"ჩვენ სულ მალე დავინახავთ, რომ ძალიან ბევრ ადამიანს გაუჭირდება, რადგან ბაზაში მოხვედრა ძალიან ძნელია", - ამის შესახებ თბილისის "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, სევდია უგრეხელიძემ კომუნალურ ვაუჩერებთან დაკავშირებულ ცვლილებაზე საუბრისას განაცხადა. "ბიუჯეტის მიმართ ჩვენ ბევრი პრეტენზია გვქონდა, მაგრამ მთავარია ის, რაც ურტყამს ჩვენი თანამოქალაქეების მდგომარეობას. ამგვარად წესის შეცვლა ძალიან ცუდია. ცვლილება უნდა შესულიყო, თუმცა არა ასეთი. ისინი აპირებდნენ მხოლოდ 70 ათასი ქულის ქვემოთ მიეცათ ვაუჩერი. ეს იქნებოდა ძალიან დიდი ტრაგედია. კიდე კარგი ეს არ განახორციელეს, მაგრამ ესეც, რაც ახლა ხდება, 200 ათასი ქულის ქვემოთ, ესეც არის არასაკმარისი, ვინაიდან, მხოლოდ 100 ათასი ოჯახი დაფინანსდება, ხოლო 290 ათასი რჩება დაფინანსების გარეშე. დაახლოებითი ციფრები გახლავთ ეს. ჩვენ სულ მალე დავინახავთ, რომ ძალიან ბევრ ადამიანს გაუჭირდება, რადგან ბაზაში მოხვედრა ძალიან რთული გახდა. სოციალური ბაზები არის ძალიან დაუხვეწავი. ფორმულა შეიცვალა და ძალიან ბევრი ადამიანი ბაზების გარეშე დარჩა. ნოემბრიდან დააკლდებათ ეს 100 ლარი. 14 მილიონი არ არის ის თანხა, რომლის ეკონომიაც უნდა გაეკეთებინათ სოციალურად შეჭირვებულების ხარჯზე და გადაეტანათ სხვაგან, მაგალითად, ჯანდაცვაში. ამას ჯობდა, ეკონომია თავიანთ ჯიბეებზე გააკეთონ", - განაცხადა სევდია უგრეხელიძემ. შეგახსენებთ, მიმდინარე წლის მარტის თვიდან კომუნალურ ვაუჩერს მხოლოდ ის ოჯახი მიიღებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 200 ათასზე ქვევითაა. შესაბამისი ცვლილება, თბილისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტში შევიდა, რომელიც დედაქალაქის საკრებულოს დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე დამტკიცდა. ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის, გელა ჩივიაშვილის განცხადებით, თბილისის ბიუჯეტი ამ მიმართულებით თვეში 9 მილიონამდე ლარს გასცემდა. ცვლილების შემდეგ კი, 5 მილიონამდე ლარის გაცემა მოუწევს. დაზოგილი თანხა სოციალურ პროგრამებს მოხმარდება.
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)