18:51 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-05 16:24:01, 337 ნახვა

პოლიტიკა
შარმანაშვილი - ელისაშვილმა მოსამართლე ხუჭუას გადაწყვეტილება წინასწარ იცოდა - დარღვეულია სასამართლოს საიდუმლოება

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ალეკო ელისაშვილმა მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილება წინასწარ იცოდა და განაჩენის გამოცხადებამდე ერთი საათით ადრე, ინტერვიუში თქვა გადაწყვეტილების შინაარსი. 

როგორც შარმანაშვილი აღნიშნავს, ზემოხსენებული მოწმობს, რომ პროცესი იყო პოლიტიკურად მოტივირებული  და დარღვეულია სასამართლოს საიდუმლოება. 

„20 საათსა და 58 წუთზე „ტვ პირველს“ მისცა ინტერვიუ, სადაც თქვა, რომ მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება უკვე მიიღო და შეაქო მოსამართლე ასეთი გადაწყვეტილებისთვის. 21 საათსა და 11 წუთზე „საზოგადოებრივ არხს“ მისცა ინტერვიუ, სადაც განაცხადა იგივე და თქვა, რომ რა გამბედავია ეს მოსამართლე, რომელმაც მიიღო ეს გადაწყვეტილება და პირდაპირ ასახელებს გადაწყვეტილების შინაარსს. 22 საათსა და 8 წუთზე დაიწყო მოსამართლემ ამის გამოცხადება, ანუ ერთი საათის შემდეგ. თუ აქ პოლიტიკურად ანგაჟირებული პროცესი არ იყო ეს და პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი, პოლიტიკოსებმა საიდან იცოდნენ ამ გადაწყვეტილების შესახებ. აქ ხომ აშკარად დარღვეულია სასამართლოს თათბირის საიდუმლოება“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი პარტიების აკრძალვაზე: ოცნებას კონკურენციის და დემოკრატიის უნარი არ გააჩნია
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე განაჩენი 6 მაისს გამოცხადდება
სასკოლო ფორმებზე 45 მილიონამდე ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა
ივანიშვილის პარლამენტმა სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას მხარი დაუჭირა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics