|
2024-11-04 22:52:25, 533 ნახვა
სამართალი
ახალციხის და ახალქალაქის რაიონულმა სასამართლოებმა არჩევნებთან დაკავშირებული არც ერთი სარჩელი არ დააკმაყოფილეს
ახალციხისა და ახალქალაქის რაიონულ სასამართლოებმა კენჭისყრის დღეს გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით შეტანილ სარჩელებზე გადაწყვეტილება გამოაცხადეს. სასამართლომ რეგიონის ექვსი მუნიციპალიტეტის საოლქო კომისიების წინააღმდეგ არც ერთი სარჩელი არ დააკმაყოფილა. სარჩელები ეხებოდა ბორჯომის N36–ე, ახალციხის N37–ე, ადიგენის N38-ე, ასპინძის N39-ე, ახალქალაქის N40–ე და ნინოწმინდის N41-ე საოლქო საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებებს. მოსამართლეებმა საჩივრები „უსაფუძვლობის“ მოტივით არ დააკმაყოფილეს. რაიონული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას ერთდღიანი ვადა აქვს. სასამართლოში მოსარჩელეთა შორის იყვნენ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“; კოალიცია „ჩემი ხმას“ წევრი სამი ორგანიზაცია: „საქართველოს მომავლის აკადემია“, „ღია სივრცე კავკასია“, ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო" და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED). ISFED–ის იურისტის, თეა თედლიაშვილის განმარტებით, ორგანიზაცია ასპინძის ოლქთან დაკავშირებული გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას არ აპირებს. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, ახალციხის და ახალქალაქის რაიონული სასამართლოების გადაწყვეტილებებს გაასაჩივრებენ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს“ ახალციხის ოფისის კოორდინატორის, თამუნა უჩიძის ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ „ჩემი ხმას“ წევრი ორგანიზაციებიც.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)