17:00 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-04 14:18:30, 668 ნახვა

ომი უკრაინაში
ანალენა ბერბოკი მოულოდნელი ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა [ვიდეო]

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას "უკრაინსკაია პრავდა" ავრცელებს.

მედიის ცნობით, ბერბოკი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და საგარეო საქმეთა მინისტრს, ანდრეი სიბიგას შეხვდება.

"თითქმის ათასი დღეა, პუტინის ომი არყევს უკრაინელების ყოველდღიურ ცხოვრებას, მაგრამ არა მათ გამბედაობას და თავისუფალ უკრაინაში უსაფრთხო ცხოვრების იმედს. ჩვენ ვეწინააღმდეგებით ამ სისასტიკეს ჩვენი ჰუმანურობითა და მხარდაჭერით, რათა უკრაინელებმა არა მხოლოდ ზამთარს გაუძლონ, არამედ გადარჩეს ქვეყანა, რადგან ისინი ასევე იცავენ ყველა ჩვენგანის თავისუფლებას ევროპაში",- განაცხადა ანალენა ბერბოკმა.

ცნობისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის ეს რიგით მერვე ვიზიტია უკრაინაში, რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების  შემდეგ.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
რუსეთის ძალებმა კიევის რეგიონს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს, იყო აფეთქებები
ოპერის მიმდებარედ მშენებარე სასტუმროდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა
„საქართველოს ბანკის“ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში სპეციალურ შეთავაზებასა - 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics