2024-11-04 10:06:52, 495 ნახვა
მსოფლიო
მაკრონი მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებზე - დემოკრატიამ ყოველგვარ ჩარევასა და მანევრირებაზე გაიმარჯვა
დემოკრატიამ ყოველგვარ ჩარევასა და მანევრირებაზე გაიმარჯვა,- ასე ეხმაურება საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს, რომლის მიხედვითაც, მეორე ტურში მოქმედმა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ გაიმარჯვა.
როგორც მაკრონი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, საფრანგეთი მოლდოვის გვერდით დგომას გააგრძელებს.
"მინდა, მაია სანდუს მოლდოვის პრეზიდენტად ხელახალი არჩევა მივულოცო. დემოკრატიამ ყოველგვარ ჩარევასა და მანევრირებაზე გაიმარჯვა. საფრანგეთი გააგრძელებს მოლდოვას გვერდით დგომას მის ევროპულ გზაზე",- წერს მაკრონი.
შეგახსენებთ, გუშინ, 3 ნოემბერს მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომელშიც ამ დროისთვის არსებული მონაცემების მიხედვით, ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი მაია სანდუ ლიდერობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,