02:48 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-03 11:43:05, 320 ნახვა

საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა

ჯანდაცვის სამინისტროში, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. 

მხარეებმა, ექსპერტისა და პაციენტთა ორგანიზაციის წარმომადგენლებისგან, აღნიშნული სინდრომის სამკურნალო იმ მედიკამენტებზე მიიღეს განახლებული ინფორმაცია, რომლებიც ჯერ კიდევ კვლევის ფაზაშია. 

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფოსთვის, მთავარი პრიორიტეტი თითოეული პაციენტის ჯანმრთელობისა და ინტერესების დაცვაა. შესაბამისად, სამინისტრო, მუდმივ რეჟიმში მიიღებს განახლებულ მონაცემებს, როგორ განვითარდება და რა საბოლოო შედეგები ექნება პრეპარატების კვლევას. 

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სწორედ ამის მიხედვით იქნება მიღებული, სახელმწიფო პროგრამით, მათი უზრუნველყოფის გადაწყვეტილება. 

დიუშენის კუნთოვანი დისტროფია იშვიათ, გენეტიკურად განპირობებულ, კუნთების პროგრესული დაზიანებით მიმდინარე დაავადებას წარმოადგენს. ამ ეტაპზე, „იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებული პაციენტების მკურნალობის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტები, უზრუნველყოფილნი არიან სტეროიდული პრეპარატით „დეფლაზაკორტი“. 

შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს დაავადების მართვის პროტოკოლის შექმნისა და დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის შედეგად გამოწვეული, სხვა სამედიცინო ჩვენებების, თუ გართულებების მართვის საკითხები. 

სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ: ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორი კობა ზურაბიშვილი, დირექტორის მოადგილე ეკატერინე შარაძე, სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლელა სულაბერიძე, ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირინე ჯავახაძე და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics