2016-02-26 17:56:55, 538 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ „მწვანე" ეკონომიკის თანამედროვე კონცეფცია „ეკოჰაბის“ მონაწილეებს გააცნო
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ „მწვანე" ეკონომიკის თანამედროვე კონცეფცია - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში „ეკოჰაბის“ მონაწილეებს გააცნო.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეკონომიკურ აზროვნებაში პარადიგმის ცვლილება, „მწვანე“ ეკონომიკის თანამედროვე პრინციპების დანერგვა და ამ პროცესში ახალგაზრდების როლი - ეს ის საკითხებია, რომელზეც მინისტრის მაოდგილემ ვრცლად ისაუბრა.
საჯარო ლექციას სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები, ეკონომიკური ექსპერტები და კერძო კომპანიების წარმომადგენელბეი ესწრებოდნენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან