00:53 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-31 15:45:32, 514 ნახვა

პოლიტიკა
ლუკაშენკო - ქართველებს თავს ახვევენ რაღაც „ლგბტ-ობას“ - ქართველებს, რომლებიც საბჭოთა კავშირში ყველაზე მაგარი ბიჭები იყვნენ

ქართველებს თავს ახვევენ რაღაც "ლგბტ-ობას" - ქართველებს, რომლებიც საბჭოთა კავშირში ყველაზე მაგარი ბიჭები იყვნენ. დიახ, არ მიიღებენ ამას ქართველები. ისინი მთელი ცხოვრება ქალებს უყურებდნენ, აკვნიდან,- ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა.

როგორც ლუკაშენკომ აღნიშნა, "საქართველოს სურს გამჭვირვალობა, მაგრამ ამისთვის დასავლეთი ქვეყანას ანადგურებს".

"მათ სურთ გამჭვირვალობა თავიანთ ქვეყანაში: როგორც პოლიტიკაში, ასევე ეკონომიკაში. შესაბამისი გადაწყვეტილება კანონიერმა ხელისუფლებამ საკანონმდებლო დონეზე მიიღო. უფრო მეტიც, ერთი ერთში გაიმეორეს ის, რაც ამერიკაშია და ეს კიდევ უფრო რბილადაც კი გააკეთეს. წინასწარ გაიარეს კონსულტაცია, მაგრამ ბიძია ჯომ, ან კიდევ ვინმემ, ევროკავშირში გაიღვიძეს და ისე ვერ იფიქრეს, ისე ვერ შეხედეს. ისინი ანადგურებენ ქვეყანას.

ქართველებს თავს ახვევენ რაღაც "ლგბტ-ობას" - ქართველებს, რომლებიც საბჭოთა კავშირში ყველაზე მაგარი ბიჭები იყვნენ. დიახ, არ მიიღებენ ამას ქართველები. ისინი მთელი ცხოვრება ქალებს უყურებდნენ, აკვნიდან",- განაცხადა ლუკაშენკომ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics