|
2024-10-31 13:54:51, 345 ნახვა
პოლიტიკა
ზახაროვა არჩევნებზე - დასავლელებისგან განსხვავებით, ქართველი ხალხის სუვერენულ ნებას პატივს ვცემთ
ჩვენ არ ვერევით სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში და დასავლელებისგან განსხვავებით, პატივს ვცემთ ქართველი ხალხის სუვერენულ ნებას,- ასე ეხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს. როგორც ზახაროვამ აღნიშნა, რუსეთი საქართველოს სტაბილურ განვითარებას და ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ ნორმალიზებას იმედოვნებს. "რუსეთი საქართველოს ერთ-ერთი უახლოესი მეზობელი ქვეყანაა და ჩვენ არ ვართ გულგრილი იმის მიმართ, რაც ჩვენს საზღვრებთან ხდება. ამასთან, ჩვენ არ ვერევით სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში და დასავლელებისგან განსხვავებით, პატივს ვცემთ ქართველი ხალხის სუვერენულ ნებას. ჩვენ ვიმედოვნებთ საქართველოს სტაბილურ განვითარებას და ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ ნორმალიზებას",- განაცხადა მარია ზახაროვამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)