|
2024-10-31 12:16:38, 414 ნახვა
პოლიტიკა
ესტონეთის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე - სიფრთხილის გამოჩენის გამო, საქართველოს ვკარგავთ
ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიხელსონი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით სკანდინავიური ქვეყნების მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება. როგორც მიხელსონი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, გამოჩენილი სიფრთხილის გამო, ევროპა საქართველოს კარგავს. "სამწუხაროდ, ეს საკმარისი არ არის. სიფრთხილის გამოჩენის გამო, საქართველოს ვკარგავთ",- წერს მიხელსონი. შეგახსენებთ, გუშინ, 30 ოქტომბერს სკანდინავიური ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ „საქართველოს მთავრობის პოლიტიკა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას სულ უფრო შორდება“ და რომ უერთდებიან „საერთაშორისო მოწოდებებს, საფუძვლიანად და მიუკერძოებლად იქნას გამოძიებული 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე და არჩევნების დროს დაფიქსირებული დარღვევები“.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)