|
2024-10-30 21:12:50, 329 ნახვა
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი ევროკომისიის ანგარიშზე - საგულისხმოა, რომ აღნიშნული ანგარიში საკმაოდ პოზიტიურად აფასებს საქართველოს საკანონმდებლო და ინსტიტუციური თავსებადობის ხარისხს ევროკავშირის მოთხოვნებთან
„დღეს გამოქვეყნებული ანგარიშით ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების სტატუსით პირველად ფასდება საქართველოს საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოება ევროკავშირთან, სექტორული ინტეგრაციის ფარგლებში გატარებული რეფორმების ეფექტიანობა და ევროპული საბჭოს მიერ განსაზღვრული 9 პრიორიტეტის შესრულება“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირის გაფართოების პაკეტის ფარგლებში, ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ყოველწლიური ანგარიშის შესახებ საუბრისას განაცხადა. მაკა ბოჭორიშვილის თქმით, „საგულისხმოა, რომ აღნიშნული ანგარიში საკმაოდ პოზიტიურად აფასებს საქართველოს საკანონმდებლო და ინსტიტუციური თავსებადობის ხარისხს ევროკავშირის მოთხოვნებთან“. მაკა ბოჭორიშვილმა ანგარიშში მოყვანილ პოზიტიურ შეფასებებზე გაამახვილა ყურადღება. „მოგეხსენებათ, რომ ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების ხარისხი წარმოადგენს ევროკავშირში გაწევრიანების უმნიშვნელოვანეს საფუძველს, რომლის გარეშეც ევროკავშირში წევრობა შეუძლებელია და წარმოუდგენელი. ანგარიშში პოზიტიურადაა შეფასებული პროგრესი ისეთ სფეროებში, როგორიცაა: განათლება, საჯარო ფინანსების მართვა, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, სტატისტიკა, სოციალური პოლიტიკა, დასაქმება და შრომითი უფლებების დაცვა, ასევე სამეწარმეო და ინდუსტრიული პოლიტიკა და მცირე და საშუალო საწარმოთა (SME) მხარდაჭერის პოლიტიკა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)