|
2024-10-30 14:52:29, 329 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე პრეზიდენტზე - კეთილი ინებოს, მიბრძანდეს საგამოძიებო უწყებაში და კონკრეტული ფაქტები წარადგინოს
ასეთი მშვიდი და სტაბილური საარჩევნო გარემო, 2012 წლის შემდეგ არ მახსოვს. საქართველოს ხელისუფლებამ არჩევნები უმაღლეს დონეზე ჩაატარა და ეს შეფასება დადო ეუთო/ოდირმაც,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, სწორედ ამ მიზნით არის პრეზიდენტი საგამოძიებო უწყებაში დაბარებული, რადგან ის ბოლო დღეებში გაყალბების ფაქტებზე საუბრობდა. „ბოლო დღეებში ვისმენთ ცრუ კამპანიას, რომ თითქოს ვიღაცამ არჩევნები გააყალბა. თვალებში ნაცრის შეყრის მცდელობაა. გვეუბნებიან, რომ უამრავი ფაქტი არსებობს გაყალბებასთან დაკავშირებითო, თუმცა, მხოლოდ ორი ფაქტი წარმოადგინეს - ერთი, რომ დამკვირვებლებმა ერთმანეთი გადაკოცნეს და მეორე მილიონერ ბეჭდებიან ქალბატონზე. ცესკომ მიმართა პროკურატურას, რომ დაიწყოს გამოძიება. რა თქმა უნდა, ეს ჩვენს ინტერესშიც შედის. თუკი ვინმეს რაიმე კონკრეტული ფაქტი აქვს, ინფორმაცია გამოძიებას უნდა მიაწოდოს. მათ შორის, სალომე ზურაბიშვილიც გამოვიდა და ისაუბრა გაყალბებაზე. მხოლოდ სიტყვების ბრახაბრუხი რომ არ იყოს, კეთილი ინებოს, მობრძანდეს და წარადგინოს კონკრეტული ფაქტები“,- აღნიშნა კალაძემ. ჟურნალისტის კითხვა - „რამდენიმე დღის წინ, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტი უნდა დააკავონ. კითხვის ნიშნებს არ აჩენს ის ფაქტი, რომ ამის შემდეგ გამოძიება სწორედ ზურაბიშვილით დაინტერესდა“ - კალაძე პასუხობს, რომ „დღევანდელი ხელისუფლება კი არ მოქმედებს რუსეთის სასიკეთოდ, არამედ წინა ხელისუფლება იყო ამით დაკავებული“. „რუსეთის მხარის მიერ გაკეთებული განცხადებები ოპოზიციისთვის არის საინტერესო და ისინი არიან ამ ყველაფერში ჩართული. ყველაფერი რუსეთის სასიკეთოდ სწორედ მაშინდელმა ხელისუფლებამ გააკეთა - პირდაპირ ჩააბარა ტერიტორიები. ეს იყო მოღალატეობრივი ქმედებები. რაც შეეხება ზურაბიშვილს, ეს ადამიანი უხეში ფორმით პირდაპირ საუბრობს გაყალბებაზე. წარმოუდგენელია, რომ ვინმემ არჩევნები გააყალბა. თუკი მას აქვს მტკიცებულებები, თუ მართლა ჰქონდა რაიმე დანაშაულს ადგილი, ყველა კითხვას შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს. პრეზიდენტი იყენებს ყველა პლატფორმას, საუბრობს სიცრუეს, ზიანს აყენებს ქვეყნის რეპუტაციას. შესაბამისად, ვალდებულია, ყველა მტკიცებულება წარმოადგინოს, რაც არჩევნებს ეხება. შეგვიძლია დავიტრაბახოთ, რომ ასეთი არჩევნები მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებშიც ვერ ტარდება. ნახეთ, როგორ მიმდინარეობს არჩევნები ამერიკაში, რამხელა ზეწოლაა. ჩვენ უნდა ვიამაყოთ. ბევრჯერ მითქვამს, რომ ასეთი მშვიდი და სტაბილური საარჩევნო გარემო, 2012 წლის შემდეგ არ მახსოვს. არჩევნები უმაღლეს დონეზე ჩაატარა საქართველოს ხელისუფლებამ და ეს შეფასება დადო ეუთო/ოდირმაც“,- თქვა კალაძემ.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)