|
2024-10-29 14:38:44, 422 ნახვა
პოლიტიკა
ნაცვლიშვილი - „ძლიერი საქართველოს“ შტაბში ამ დროისთვის ათობით მძიმე, სისტემური დარღვევის ფაქტია თავმოყრილი
26 ოქტომბრის არჩევნები არის მიტაცებული რუსული სპეცოპერაციით და ჩვენი კოალიცია, “ძლიერი საქართველო“ არ აპირებს, მისცეს ლეგიტიმაცია პროცესს, რომელიც იყო არა არჩევნები, არამედ რუსული სპეცოპერაცია,- ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა. ნაცვლიშვილის თქმით, “ძლიერი საქართველოს" შტაბში ამ დროისთვის ათობით მძიმე, სისტემური დარღვევის ფაქტია თავმოყრილი. “ძლიერი საქართველოს სახელით, მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო, 26 ოქტომბრის არჩევნები არის მიტაცებული რუსული სპეცოპერაციით და ჩვენი კოალიცია, “ძლიერი საქართველო“ არ აპირებს, მისცეს ლეგიტიმაცია პროცესს, რომელიც იყო არა არჩევნები, არამედ რუსული სპეცოპერაცია და შესაბამისად მის შედეგებს, რომელიც არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. "ძლიერი საქართველოს" შტაბში ამ დროისთვის თავმოყრილია ათობით მძიმე, სისტემური დარღვევის ფაქტები. ყველა ამ მასალის ანალიზზე დაყრდნობით ჩვენ იდენტიფიცირებული გვაქვს მიტაცების სქემის შავი ყუთი და კიდევ ერთხელ მოვითხოვთ საარჩევნო ადმინისტრაციისგან უტყუარი მასალის გასაჯაროებას, რომელიც დაამტკიცებს მიტაცების სპეცოპერაციას. ამ მასალების არ გასაჯაროება დაადასტურებს იმას, რომ სწორედ ეს არის შავი ყუთი, რომელიც ინახავს ინფორმაციას დანაშაულების შესახებ და სწორედ ეს არის ის სქემა, რომლითაც მიიტაცეს არჩევნები. მე ვსაუბრობ არაფერ განსაკუთრებულზე, მე ვსაუბრობ იმაზე, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას, თუ არაფერი აქვს დასამალი და თუ ყველაფერი კანონის შესაბამისად ჩატარდა, მაშინ მათ უნდა გაასაჯაროონ ამომრჩეველთა სია, რომლებიც უბნებზე რეგისტრირებულები არიან როგორც კენჭისყრაში მონაწილე პირები. თუ არ გაყალბებულა, თუ არ გამოყენებულა მასობრივი სქემა, რომელზეც ჩვენ გუშინ დეტალურად ვისაუბრეთ, მაშინ არ უნდა იყოს პრობლემა, გასაჯაროვდეს იმ ამომრჩევლების სია, რომლებიც რეგისტრაციაში არიან გატარებულები, როგორც არჩევნებში მონაწილეები. წინააღდმეგ შემთხვევაში კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ ეს სია ინახავს მტკიცებულებებს ჩადენილი სისტემური დანაშაულის შესახებ. ამასთან, მე მინდა, საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, რომ ჩვენი შტაბი, ჩვენი წარმომადგენლების მხრიდან ამ ეტაპზე დაწერილია ათეულობით საჩივარი, რომელიც ეხება მძიმე დარღვევებს საარჩევნო პროცესში, დაწყებული ამომრჩევლის ნების ფარულობის დარღვევით, გაგრძელებული ისეთი მძიმე დარღვევებით, როგორიც არის ზეწოლა და უპრეცედენტო შევიწროება დამკვირვებლებისა, რომლებიც პროცესზე დარღვევების აღმოჩენის შემდეგ ხდებოდნენ მსხვერპლნი, მათ შორის, ფიზიკური და ფსიქოლოგოური ანგარიშსწორების; სხვისი პირადობის მოწმობებით ხმის მიცემის არაერთი მცდელობა და არაერთი ფაქტი, მარკირების წესის დარღვევა, ორი ბიულეტენის გაცემა ერთ ამომრჩეველზე, დისბალანსი შემაჯამებელ ოქმებში, ძალადობის არაერთი შემთხვევა, რომელსაც უშუალო გავლენა ჰქონდა საარჩევნო პროცესზე. ამ და სხვა დარღვევების დოკუმენტირება, შესაბამისი მასალის შეგროვება ახლაც მიმდინარეობს ჩვენს შტაბში. ჩვენ გავაგრძელებთ ბოლომდე ყველა სამართლებრივი და არასამართლებრივი და კანონიერი საშუალების გამოყენებას, რომ რუსული სპეცოპერაცია, რომელიც ივანიშვილმა 26 ოქტომბერს ქართველი ხალხის წინააღმდეგ განახორციელა, ამასთან დაკავშირებით გაირკვეს სრული სიმართლე და დამტკიცდეს ქართველი ხალხის ნება. ეს არჩევნები არის მიტაცებული, ჩვენ არ ვცნობთ ლეგიტიმურად არც პროცესს და არც შედეგებს“,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)