04:24 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-28 09:51:44, 392 ნახვა

პოლიტიკა
პოლონეთის საგარეო - ის, რაც 26 ოქტომბრის არჩევნების დროს ვნახეთ, საქართველოს ევროკავშირსა და ნატოსთან აშორებს

ის, რაც 26 ოქტომბრის არჩევნების დროს ვნახეთ, საქართველოს ევროკავშირსა და ნატოსთან კი არ აახლოებს, არამედ აშორებს,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, არაერთი ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს საარჩევნო პროცედურების დარღვევას და მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების უპრეცედენტო მასშტაბს, ძირს უთხრის პროცესის თავისუფლებისა და თანასწორობის პრინციპს და თავად არჩევნების შედეგებს.

“ის, რაც 26 ოქტომბრის არჩევნების დროს ვნახეთ, საქართველოს ევროკავშირსა და ნატოსთან კი არ აახლოებს, არამედ აშორებს. არაერთი ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს საარჩევნო პროცედურების დარღვევას და მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების უპრეცედენტო მასშტაბს, ძირს უთხრის პროცესის თავისუფლებისა და თანასწორობის პრინციპს და თავად არჩევნების შედეგებს.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა და ქართულმა ოპოზიციამ არჩევნების კეთილსინდისიერება ეჭვქვეშ დააყენეს. არაერთი ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს საარჩევნო პროცედურების დარღვევას და მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების უპრეცედენტო მასშტაბს, ძირს უთხრის პროცესის თავისუფლებისა და თანასწორობის პრინციპს და თავად არჩევნების შედეგებს.

ჩვენ გულწრფელად გვჯერა, რომ საქართველო ევროპის ნაწილია და ქართველი ხალხი იმსახურებს, მიაღწიოს მიზნებს და ოცნებებს - უზრუნველყოს თავისი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი. სამწუხაროდ, ის, რაც 26 ოქტომბრის არჩევნების დროს ვნახეთ, საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-სთან კი არ აახლოებს, არამედ აშორებს მათ. პოლონეთი გააგრძელებს საქართველოს დემოკრატიისა და მისი ხალხის თავისუფალი ნების მხარდაჭერას. გვახსოვს, რომ საქართველო წარსულში იყო რეფორმების პროცესის ლიდერი და ვიმედოვნებთ, რომ ის კვლავ დაბრუნდება ამ გზაზე“,- აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics