|
2024-10-27 13:17:28, 266 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - მთელი რიგი „ენჯეოები“ რადიკალურ პარტიებთან ერთად უკვე მესამედ დაუპირისპირდნენ ამ ქვეყნის კონსტიტუციურ წესწყობილებას
ჩვენ ვამბობდით, რომ ოპოზიციას არ ეყოფოდა ღირსება იმისათვის, რომ შეჰგუებოდა მორიგ მარცხს. თქვენ ხედავთ, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ისინი ვერც ერთხელ ვერ ახერხებენ არჩევნების შედეგების აღიარებას, მარცხის ღირსეულად მიღებას, მათ მეცხრედ განიცადეს უკვე მარცხი ამ არჩევნებში,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც არჩევნების შედეგები შეაჯამა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა "ოპოზიცია ატყუებდა საკუთარ ამომრჩეველს არჩევნების მოგებასთან დაკავშირებით". "ისინი კიდევ ერთხელ ატყუებდნენ საკუთარ ამომრჩეველს, რომ იგებდნენ ამ არჩევნებს, თუმცა, ახლა კიდევ ერთხელ არ გაუჭირდებათ ალბათ თვალებში ჩახედონ საკუთარ ამომრჩეველს და აღიარონ, რომ ატყუებდნენ მათ წინასაარჩევნო პერიოდში. ჩვენ არასდროს ვატყუებთ ამომრჩეველს. ჩვენ ვამბობდით, თუ როგორი დამაჯერებელი იქნებოდა ჩვენი გამარჯვება და შედეგიც არის სახეზე. რაც შეეხება მათ პოზიციას, კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ მიუღებელია ნებისმიერი მცდელობა დაუპირისპირდე კონსტიტუციურ წყობილებას და კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ამ შემთხვევაშიც მთელი რიგი ენჯეოები პოლიტიკურ, რადიკალურ პარტიებთან ერთად ოთხ წელიწადში უკვე მესამედ კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ ამ ქვეყნის კონსტიტუციურ წესწყობილებას, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტურად უსუსური მცდელობა, ეს არის იმედდაკარგული პოლიტიკოსების სასოწარკვეთილი მცდელობა, რომ რაღაცნაირად თავი იმართლონ საკუთარ ამომრჩეველთან",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)