06:52 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-26 22:30:18, 373 ნახვა

პოლიტიკა
გონჩარენკო - საქართველოში საარჩევნო უბნები დაიხურა, ეგზიტპოლების „ომი“ მიმდინარეობს, არ მოვიწყენთ

საქართველოში საარჩევნო უბნები დაიხურა, ეგზიტპოლების „ომი“ მიმდინარეობს, არ მოვიწყენთ,- ამის შესახებ უკრაინის რადას წევრი ალექსეი გონჩარენკო სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

როგორც გონჩარენკო აღნიშნავს, საქართველოში არჩევნები ელექტრონული სისტემით ჩატარდა, მონაცემები მალე გამოქვეყნდება, თუმცა ბიულეტენების ხელის დათვლა მაინც გახდება საჭირო.

„საქართველოში საარჩევნო უბნები დაიხურა. ეგზიტპოლების „ომი“ მიმდინარეობს, ორი ოპოზიციური და ერთი პროსახელისუფლებო ეგზიტპოლი იყო. პროსახელისუფლებო ეგზიტპოლი მთავრობას 56% უწერს, ოპოზიციის – 41% და 42%; ხოლო 48-51% ოთხ ოპოზიციურ პარტიას და ბლოკს. სხვაობა ფუნდამენტურია. სხვათა შორის, უბანზე ოპოზიციიდან მხოლოდ ერთი ადამიანი ვნახე.

საზღვარგარეთ ხმის მიცემა გრძელდება. რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი მისცემს ხმას, დაახლოებით 2%. ოპოზიცია იქ ნამდვილად გაიმარჯვებს. ვინაიდან ხმის მიცემა აქ ელექტრონული მანქანების გამოყენებით ჩატარდა, მონაცემები მალე გამოქვეყნდება, მაგრამ მერე მაინც მოგვიწევს ბიულეტენების ხელით დათვლა. არ მოვიწყენთ“,- წერს ალექსეი გონჩარენკო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინს მოუწოდა, უკრაინაში ომი შეეწყვიტოს და თქვა, რომ ის ირანის საზღვაო ბლოკადას ბირთვული შეთანხმების გარეშე არ მოხსნის
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics