08:08 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-26 10:53:08, 327 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - არჩევანის გაკეთება ძალიან მარტივია, რადგან დღევანდელ ვითარებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მშვიდობის შენარჩუნებაა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმა მისცა. 

კალაძემ საკუთარი არჩევანი საირმის ქუჩაზე მდებარე N41 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.  

„დღევანდელ ვითარებაში ყველაზე მნიშვნელოვანია მშვიდობის შენარჩუნება. მშვიდობის გარეშე არაფერს აქვს ფასი. დღეს, ჩვენს ქვეყანას, გრძელვადიან პერსპექტივაში, ისე, როგორ არასდროს, სჭირდება მშვიდობა, რასაც მოაქვს ეკონომიკური განვითარება, წინსვლა, აღმშენებლობა და ერთადერთი პოლიტიკური ძალა ქვეყანაში, ვისაც ეს შეუძლია, არის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. 

დღეს, არჩევანის გაკეთება ძალიან მარტივია. ერთ მხარეს დგანან ძალები, რომლებიც პირდაპირ მოგვიწოდებდნენ ომში ჩართვისკენ, ძალები, რომლებიც მზად არიან, იკადრონ ყველანაირი ბოროტება და სიბინძურე ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ, არაერთხელ გვინახავს  მათი ქმედებები, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ. შეიძლება სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიად არიან წარმოდგენილნი, რათა საზოგადოება შეცდომაში  შეიყვანონ, თუმცა, ნახეთ თითოეული მათგანის წარსული, ვინ არიან, რას წარმოადგენდნენ.  შესაბამისად, საზოგადოებას არ გაუჭირდება არჩევანის გაკეთება. მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას, რომ ხმა მიეცით იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდობას, ეკონომიკურ განვითარებას, რათა თითოეულმა მოქალაქემ კეთილდღეობა იგრძნოს“,- ამბობს კალაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
„ყველა სექტორში შენელება“ - რუსეთის ეკონომიკამ კვარტალი პირველად ვარდნით დაასრულა
ტრამპმა პუტინს მოუწოდა, უკრაინაში ომი შეეწყვიტოს და თქვა, რომ ის ირანის საზღვაო ბლოკადას ბირთვული შეთანხმების გარეშე არ მოხსნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics