23:47 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-25 23:08:17, 296 ნახვა

საქართველოს და ყაზახეთის რესპუბლიკის ცენტრალურ საარჩევნო კომისიებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს და ყაზახეთის რესპუბლიკის ცენტრალურ საარჩევნო კომისიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

ცესკოს ცნობით, მემორანდუმი არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების კუთხით ინფორმაციისა და ექსპერტული ცოდნის გაზიარებას, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიმართულებით განხორციელებული აქტივობებისა და სხვადასხვა სახის გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად.

როგორც მემორანდუმის ხელმოწერის დროს ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყნებთან მსგავსი ტიპის თანამშრომლობა.

მისი თქმით, ასეთი დოკუმენტის გაფორმება ხელს შეუწყობს გამოცდილებაზე დაფუძნებული ინფორმაციის მიმოცვლას, სხვადასხვა ღონისძიებებში ჩართულობას და ინსტიტუციების საქმიანობების გაუმჯობესებას.  





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics