09:23 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-25 21:59:05, 400 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - ხვალ უნდა გამოვიდეთ ქუდზე კაცი, რათა საბოლოოდ გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა

ბოლო ოთხი წელიწადი იყო უამრავი სირთულით სავსე ჩვენი ქვეყნისთვის, თუმცა, უმძიმესი ზეწოლის მიუხედავად, ჩვენ შევძელით საქართველოსთვის მშვიდობის შენარჩუნება,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ წინასაარჩევნო ვიდეომიმართვაში განაცხადა.

“ქართულმა ოცნებამ” აჩვენა ღირსება და საქართველოს არა მხოლოდ საბედისწერო საფრთხე ააცილა თავიდან, არამედ ქვეყანას წინსვლაც მოუტანა.

“მოგესალმებით ჩვენს თანამოქალაქეებს. მოგესალმებით უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს. მოგესალმებით ყველა თაობის წარმომადგენლებს. მოგესალმებით ახალგაზრდებს, რომელთათვისაც გვინდა, შევქმნათ ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავალი. ბოლო 4 წელიწადი იყო უამრავი სირთულით სავსე ჩვენი ქვეყნისთვის. თუმცა, უმძიმესი ზეწოლის მიუხედავად, ჩვენ შევძელით საქართველოსთვის მშვიდობის შენარჩუნება და უდიდესი წინააღმდეგობის მიუხედავად, ბრძოლით მოვიპოვეთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ეს ყველაფერი არ იყო მარტივი. 

ყველაფერი დიდი ენერგიის და ნერვების ფასად დაგვიჯდა, თუმცა, ჩვენმა გუნდმა – „ქართულმა ოცნებამ“ აჩვენა ღირსება და საქართველოს არა მხოლოდ საბედისწერო საფრთხე ააცილა თავიდან, არამედ ქვეყანას წინსვლაც მოუტანა. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ინტერესების დაცვაში ხელისუფლების როლი გადამწყვეტია. თუმცა, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ამ ყველაფერს ჩვენ ვერაფრით შევძლებდით, რომ არა თქვენი, ქართველი ხალხის მხარდაჭერა. გასული 30 წლის მანძილზე, ქართველმა ხალხმა უდიდესი გამოცდილება და სიბრძნე შეიძინა. ამ 4 წლის განმავლობაში, ყველა რთულ მომენტში, ჩვენ გვერდით იდექით თქვენ და სწორედ ამან მოგვცა საშუალება, ყველა სირთულე დაგვეძლია და საქართველოს ეროვნული ინტერესები ბოლომდე დაგვეცვა”,- განაცხადა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics