07:58 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-25 21:03:46, 525 ნახვა

მსოფლიო
მედია - ზელენსკიმ კიევში გაეროს გენერალური მდივნის მიღებაზე უარი თქვა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარი თქვა კიევში გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის მიღებაზე. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

მანამდე უკრაინის პარლამენტის სპიკერმა, რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა, რომ “გაეროს გენერალური მდივანი - ორგანიზაცია, რომელმაც საერთაშორისო სამართალი უნდა დაიცვას და განამტკიცოს - ყაზანში გაემგზავრა საერთაშორისო დამნაშავესთან შესახვედრად”.

“გაეროს გენერალური მდივანი - ორგანიზაცია, რომელმაც საერთაშორისო სამართალი უნდა დაიცვას და განამტკიცოს - ყაზანში გაემგზავრა საერთაშორისო დამნაშავესთან შესახვედრად. ამავდროულად, ანტონიო გუტერეშმა ვერ გამონახა დრო შვეიცარიაში მშვიდობის გლობალურ სამიტზე დასასწრებად. მან უგულებელყო ღონისძიება, რომელზეც მსოფლიო ლიდერები სამართლიანობისა და გაეროს დამფუძნებელი წევრის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას განიხილავდნენ“,- განაცხადა სტეფანჩუკმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics