13:24 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-25 13:56:49, 341 ნახვა

პოლიტიკა
შაჰინი ჩხრეკებზე - სამოქალაქო საზოგადოებას უფლება აქვს, რომ მათ ხმას პატივს სცემდნენ

ამერიკის შეერთებული შტატების სენატორი ჯინ შაჰინი The Hill-თან ინტერვიუში "ატლანტიკური საბჭოს" თანამშრომლების, ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას სახლებში ჩხრეკის ჩატარებას გამოეხმაურა.

როგორც შაჰინმა აღნიშნა, "ამ სპეცოპერაციამ" დასავლეთში სერიოზული შეშფოთება გამოიწვია "საქართველოს შესაძლებლობაზე, ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები".

"საქართველოს მოქალაქეებსა და სამოქალაქო საზოგადოებას აქვთ უფლება, რომ მათი ხმა ესმოდეთ და პატივს სცემდნენ - ეს ნებისმიერი  ჯანსაღი დემოკრატიული სისტემის ცენტრალური პრინციპია. მე ვიმედოვნებ, რომ საქართველოს მთავრობა გადახედავს ამ კონკრეტულ ცნობებს, მათ შეისწავლის და სერიოზულად მოეკიდება ",- განაცხადა შაჰინმა.

შეგახსენებთ, "ატლანტიკური საბჭოს" თანამშრომლების, ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას სახლებში ჩხრეკა გუშინ, 24 ოქტომბერს ჩატარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics