05:09 - 06 Jun, 2026
|
2024-10-25 10:05:54, 2193 ნახვა
სპეციალური ანონსი
„გააგონე შენი ხმა საქართველოს“ - დღეს პარლამენტთან აქცია-მსვლელობა გაიმართება
დღეს, 25 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის წინ აქცია-მსვლელობა გაიმართება. ამის შესახებ განცხადებას სტუდენტური მოძრაობა „თავისუფლებისთვის“ სოციალურ ქსელში ავრცელებს. მოძრაობის ცნობით, ახალგაზრდული ჯგუფები საკანონმდებლო ორგანოსთან, სლოგანით „გააგონე შენი ხმა საქართველოს“ 19:00 საათზე შეიკრიბებიან. „დღეს, გადამწყვეტი არჩევნების წინა საღამოს, ვიკრიბებით რუსთაველზე და მსვლელობით კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს თანამოქალაქეებს, მოვიდნენ არჩევნებზე და გამოიყენონ საკუთარი გადამწყვეტი ხმის უფლება ქვეყნის დემოკრატიული, ევროპული მომავლის გადასარჩენად! გელოდებით საღამოს 7 საათიდან, პარლამენტის წინ! აქცია იმართება ახალგაზრდული ჯგუფების ორგანიზებით",- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)