|
2024-10-24 18:03:09, 314 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ილია მეორის მოღვაწეობაში სასულიერო განათლებასა და მეცნიერებაზე ზრუნვას განსაკუთრებული ადგილი უკავია
ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ვესწრები ძალიან მნიშვნელოვანი პუბლიკაციების - “ბიბლია პოლიგლოტა“ და “დიდნი კურთხევანი სქოლიოებით“ - წარდგენას, მით უფრო, რომ დღევანდელი ღონისძიება ჩვენი ძვირფასი პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის აღსაყდრებიდან 47-ე და დაბადებიდან 92-ე წლისთავს ეძღვნება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პუბლიკაციების წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განახადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, პატრიარქის მოღვაწეობაში, განსაკუთრებული ადგილი ქართულ სასულიერო განათლებასა და მეცნიერებაზე ზრუნვას უკავია“. “სწორედ უწმინდესის სახელთან, მის უდიდეს პირად ძალისხმევასთან არის დაკავშირებული ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში სემინარიებისა და აკადემიების დაარსება, სასულიერო სწავლების, მწიგნობრობისა და მეცნიერების უპრეცედენტო აღმავლობა ჩვენს ქვეყანაში. პუბლიკაციები, რომლებიც დღეიდან უმნიშვნელოვანეს შენაძენად იქცევა ჩვენი საზოგადოებისთვის, ამ დიდი ძალისხმევის კიდევ ერთი თვალსაჩინო შედეგია. მათი გამოცემა არა მხოლოდ ქართული ეკლესიის, მეცნიერების, მთლიანად საზოგადოებისათვის, არამედ ზოგადად ქრისტიანული სამყაროსთვის არის მნიშვნელოვანი. მინდა, მადლობა გადავუხადო მამა გიორგი ზვიადაძეს და ედიშერ ჭელიძეს. როგორც ცნობილია, პუბლიკაციები პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მომზადდა თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში სწორედ მამა გიორგი ზვიადაძის ხელშეწყობით და ედიშერ ჭელიძის თაოსნობით. მადლობას ვუხდი ყველას, ვისი ძალისხმევითაც შესაძლებელი გახდა ამ უმნიშვნელოვანესი ნაშრომების გამოცემა“,- განაცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)