|
2024-10-24 17:21:40, 372 ნახვა
პოლიტიკა
ნაცვლიშვილი - „რუსული ოცნება“ თავს ესხმის მკვლევრებს, რომლებიც საქართველოში რუსულ გავლენებს იკვლევდნენ
ლუსტრაციაა, რომ რუსული ოცნება, არჩევნებამდე ორი დღით ადრე, ღიად თავს ესხმის მკვლევრებს, რომლებიც წლების განმავლობაში არაერთი სანდო, დასავლური ორგანიზაციის ბაზაზე იკვლევდნენ რუსულ გავლენებს საქართველოში და წლები ამხელდნენ რუსულ კვალს ორგანიზებული ყალბი ნარატივების უკან, სოციალური ქსელებში და არამარტო,- ასე ეხმაურება კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი “ატლანტიკური საბჭოს“ თანამშრომლების, ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას სახლებში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებულ ჩხრეკას. ნაცვლიშვილის თქმით, “მმართველი პარტია რუსული პროპაგანდისტული ნარატივებით ურცხვად ძალადობს საკუთარ მოქალაქეებზე და დაუფარავად ცდილობს, იმოქმედოს ამომრჩეველთა განწყობებზე“. “სწორედ ამგვარი ფაქტების მხილებაში ჩართულ პირებს შეუცვივდნენ დღეს სახლში და ამოიღეს მათი სამუშაო მოწყობილობები. ქვეყანაში მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება მშვიდობა და კეთილდღეობა, როდესაც ოლიგარქიულ ბანდას მოვაშორებთ მმართველობის სადავეებს“,- განაცხადა ნაცვლიშვილმა. ნაცვლიშვილი პარტია “გახარია საქართველოსთვის“ წევრ ლევან გოგიჩაიშვილზე გუშინდელ თავდასხმის ფაქტსაც შეეხო და აღნიშნა, რომ “მსგავსი რამ მხოლოდ ავტოკრატიის ბოლო ჟამს ახასიათებს“.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)