|
2024-10-24 16:11:32, 398 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - მართალია, მოდის მუქარა, ზეწოლა, შეურაცხოფა, მაგრამ ყველაზე მთავარი მშვიდობის შენარჩუნებაა
ეკონომიკური ზრდა, განვითარება, წინსვლა, სამუშაო ადგილების შექმნა, რეკრეაციული სივრცეები, პარკები, სკვერები, ახალი ავტობუსები ვერ იქნება, თუ ქვეყანაში არ გვექნება მშვიდობა,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის იმ პროგნოზთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა, რომელმაც მსოფლიო ეკონომიკური მიმოხილვის ანგარიშის თანახმად, საქართველოს ეკონომიკური ზრდის შეფასება გაზარდა. მისი თქმით, დადებითი პროგნოზი „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებულმა პრაგმატულმა პოლიტიკამ მოიტანა, რადგან „მმართველი გუნდისთვის ყველაზე მთავარი ქვეყნის ინტერესების დაცვაა“. „ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ - ეკონომიკური ზრდა, განვითარება, წინსვლა, სამუშაო ადგილების შექმნა, ისეთი პროექტების განხორციელება, სადაც დღეს ვიმყოფებით, ასევე, რეკრეაციული სივრცეები, პარკები, სკვერები, ახალი ავტობუსები, ვერ იქნება, თუ ქვეყანაში არ გვექნება მშვიდობა. ეკონომიკური ზრდა, განვითარება, ბაღების მშენებლობა, მსგავსი პროექტების განხორციელება, იმ პრაგმატული პოლიტიკის შედეგია, რაც ჩვენ გავაკეთეთ და რასაც ვახორციელებთ. მართალია, მოდის მუქარა, ზეწოლა, შეურაცხოფა, ბულინგი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ქვეყნის ეროვნული ინტერესის, მშვიდობის შენარჩუნება, საქართველოს, თითოეული მოქალაქის ინტერესის დაცვაა. წარმოიდგინეთ, ჩვენ რომ შეცდომა დაგვეშვა და ვერ გაგვეძლო ბულინგისთვის, შეურაცხყოფისთვის, მუქარებისთვის და შევერთებოდით სანქციებს, რა მდგომარეობა გვექნებოდა?! შეცდომა რომ დაგვეშვა და გაგვეხსნა მეორე ფრონტი, რომელ ეკონომიკურ წინსვლაზე და ზრდაზეა საუბარი, ქვეყანაში გვექნებოდა სრული კატასტროფა. დღეს აქ კი არ ვიქნებოდით, ქვეყანა იქნებოდა ქარ-ცეცხლში გახვეული. ეს ყველაფერი იმ პოლიტიკის შედეგია, რასაც „ქართული ოცნება“ ახორციელებდა და რასაც ეს წვრილფეხა რადიკალები ქვეყნის შიგნით ებრძვიან გარე დავალებებით, რომ როგორმე აირიოს სიტუაცია და ქვეყანა ისევ ვიღაცის ინტერესების გასატარებლად იყოს გამოყენებული“,- განაცხადა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)