12:34 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-24 15:53:07, 265 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე ოპოზიციაზე - მათ დნმ-შია ბულინგი, ხალხის კვლა, წამება და გაუპატიურება

ჩვენ მათ ვერ შევცლით - მათ დნმ-შია ბულინგი, ხალხის კვლა, წამება, გაუპატიურება. როგორ შეიძლება ეს ადამიანები შეიცვალონ,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, “რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც დღეს მხოლოდ გარედან ნაკარნახები ანტისახელმწიფოებრივი დავალებების შესრულებით არის დაკავებული, საქართველოს მოსახლეობა  სათანადო პასუხს 26 ოქტომბერს გასცემს“.

“ხელისუფლებაში ყოფნის დროს მათ აჩვენეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს და მთელ მსოფლიოს, როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი და დღეს ოპოზიციაში იმყოფებიან. ეს  არის რადიკალური დაჯგუფება, ყველაზე ბოროტი ძალა, რომელიც მზად არის, შეასრულოს გარედან ყველა სიბინძურე და დავალება ქვეყნის წინააღმდეგაც კი. ვნახეთ 2008 წელს რამხელა ბოროტება ჩაიდინეს, ეს იყო ჩვეულებრივი მოღალატეობრივი აქტი. ყველაფერს გაეცემა შესაბამისი პასუხი. არავის ეშინია არც მათი ბულინგის, შეურაცხყოფის. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა 26 ოქტომბერს ყველა რადიკალს შესაბამის პასუხს გასცემს. რადიკალიზმის დრო ქვეყანაში დამთავრდა, ბოროტება ვერასოდეს გაიმარჯვებს, მოძალადეები ვერასოდეს გაიმარჯვებენ, ქვეყანაში იქნება მშვიდობა, სიმშვიდე და მოხდება ამ ქვეყნის განვითარება და წინსვლა“,- განაცხადა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics