12:33 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-24 15:50:02, 258 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - ასიათასობით ადამიანი გამოვიდა და ეს იყო მთავარი გზავნილი, რომ ხალხს სურს მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება, წინსვლა და ღირსეული ევროპული მომავალი

ჩვენ დაანონსებული გვქონდა, რომ მთელი საქართველო იკრიბებოდა და მათ შორის რეგიონებიდან მოდიოდა ხალხი, ამაში ცუდი რა არის?, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიების თემაზე კომენტირებისას ისაუბრა.

კალაძემ მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც გუშინდელ შეკრებას დაესწრო და მათაც, ვინც გარკვეული მიზეზების გამო, დასწრება ვერ შეძლო.

"გუშინ კიდევ ერთხელ დამტკიცდა ის, რომ ქართულ ოცნებას აქვს ქვეყანაში ძალიან დიდი მხარდაჭერა. ჩვენს შეკრებაზე ასიათასობით ადამიანი გამოვიდა და ეს იყო მთავარი გზავნილი არამარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარე ძალებისთვის, რომ ხალხს სურს მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება, წინსვლა და ღირსეული ევროპული მომავალი. მინდა ყველა იმ ადამიანს, მადლობა გადავუხადო, ვინც გუშინ მოვიდა. ასევე, მადლობა მათ, ვისაც სურვილი ჰქონდა, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოვიდა. მთავარია მაქსიმალურად მობილიზებული ვიყოთ და 26 ოქტომბერს ვთქვათ ჩვენი სიტყვა, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, მომავალს, მშვიდობასა და განვითარებას",- აღნიშნა თბილისის მერმა. 

რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, რომ გუშინდელ ღონისძიებაზე მოქალაქეთა ნაწილი თითქოს იძულებით იყო მისული, კახა კალაძის თქმით, შეუძლებელია ადამიანი აქციაზე ძალით წაიყვანო.  

"შეუძლებელია, რომ ადამიანი ძალით წაიყვანო აქციაზე. ეს არის მათი ბინძური კამპანიის ნაწილი. ეს არ არის პირველი შემთხვევა. ყოველთვის ასე იქცევიან. ჯერ იყო და ამბობდნენ, ხალხი რეგიონებიდან მოჰყავთო. ჩვენ დაანონსებული გვქონდა, რომ მთელი საქართველო იკრიბებოდა და მათ შორის რეგიონებიდან მოდიოდა ხალხი, ამაში ცუდი რა არის? ისინი არიან ჩვენი პარტიის წევრები, ჩვენი მხარდამჭერები. მათ ბინძურ პროპაგანდას, ბულინგს და შეურაცხყოფას კი, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ქართველი ხალხი თავის სათქმელს 26 ოქტომბერს იტყვის",- განაცხადა კახა კალაძემ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics