12:35 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-24 14:33:42, 355 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - რამდენჯერმე მეტი ადამიანი გამოვიდა ჩვენს შეხვედრაზე - ოპოზიციასთან მიმართებით, ასეთივე რამდენჯერმე მაღალი შედეგი გვექნება

გუშინდელი შეკრება იყო საქართველოს მასშტაბით ორგანიზებული შეხვედრა, ეს არ იყო მხოლოდ თბილისის შეკრება, შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო მთელი ქვეყნიდან ჩვენი მხარდამჭერების მობილიზება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციასაც ჰყავდა რეგიონებიდან მობილიზებული ხალხი, მაგრამ თავისუფლების მოედნის გავსება ვერ შეძლეს. 

„ოპოზიციასაც მთელი საქართველოდან ჰყავდა მობილიზებული ადამიანები, თუმცა ვერ შეკრიბეს ხალხი, ვერ გაავსეს თავისუფლების მოედანი. მობილიზაცია იყო, შემიძლია ციფრებით გითხრათ, რამდენი ადამიანის მობილიზება შეძლეს მათ რეგიონებიდან, თუმცა მაინც ვერ გაავსეს თავისუფლების მოედანი. ეს იყო საქართველოს მასშტაბით ორგანიზებული შეხვედრა, ეს არ იყო მხოლოდ თბილისის შეკრება, ასეც იყო დაანონსებული, შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო მთელი ქვეყნიდან ჩვენი მხარდამჭერების მობილიზება.

ჩვენ გვქონდა ხარჯები, მათ შორის ეს იყო ტრანსპორტირების, კვების ხარჯები და ეს ხარჯები იქნება დეკლარირებული ანტიკორუფციული სამსახურის წინაშე. რაც იყო დახარჯული ტრანსპორტირებაზე, კვებაზე, ხარჯები იყო მნიშვნელოვანი, ეს ყველაფერი იქნება დეკლალირებული ანტიკორუფციულ სამსახურში. ასეც და ისეც თქვენ ნახეთ, რამდენი ადამიანი იყო გამოსული, რამდენჯერმე მეტი, ასეთივე რამდენჯერმე მაღალი შედეგი გვექნება ოპოზიციასთან მიმართებით ჩვენ ამ არჩევნებზე",- განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics