2024-10-24 13:02:33, 325 ნახვა
საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტო 25-26 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.
სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 25-26 ოქტომბერს, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში ზოგან თოვლი.
"მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)",- ნათქვამია ინფორმაციაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,