2024-10-24 11:48:49, 341 ნახვა
საზოგადოება
კოვიდპანდემიისას დაჯარიმებული კლინიკები, 20%-ის გადახდის შემთხვევაში, ჯარიმის სრულად გადახდისგან გათავისუფლდებიან
კოვიდპანდემიის პერიოდში, მთელ რიგ კლინიკებს დაეკისრათ გარკვეული ჯარიმები, შემოწმების შედეგად. აქ მიღებული იქნება გადაწყვეტილება შეღავათების დადგენის თაობაზე,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, 20 %-იანი გადახდის პირობებში, კლინიკები ჯარიმის სრულად გადახდისგან გათავისუფლდებიან.
„20 %-იანი გადახდის პირობებში, კლინიკები გათავისუფლდებიან ჯარიმის სრულად გადახდისგან. ამისათვის შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტები დაინიცირდება უახლოეს მომავალში",- განაცხადა პრემიერმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,