16:08 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-23 17:20:15, 367 ნახვა

პოლიტიკა
„მჯერა, ივანიშვილის ხელში არჩევნების გაყალბების ინსტრუმენტი არ გახდებით“ - ბოკუჩავა საჯარო მოხელეებს მიმართავს

მინდა, მივმართო საჯარო მოხელეებს, პოლიციელებს - ყველას, ვინც ემსახურება საქართველოს მოქალაქეებს და ქართულ სახელმწიფოს - მჯერა, თქვენ არ გახდებით არჩევნების გაყალბების ინსტრუმენტი ივანიშვილის ხელში და დადგებით ქართველი ხალხის და საქართველოს ეროვნული ინტერესების გვერდით,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის’’ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ საჯარო მოხელეების ინტერესი დაცული იქნება.

„მინდა, მივმართო საჯარო მოხელეებს, პოლიციელებს - ყველას, ვინც ემსახურება საქართველოს მოქალაქეებს და ქართულ სახელმწიფოს. მინდა, მოგმართოთ პატივისცემით და მოწიწებით და იმედით, რომ 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე თქვენ გააკეთებთ არჩევანს ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. აქვე ვდებ პირობას „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ სახელით, რაც უკვე მკაფიოდ გააჟღერა პოლიტიკურ ტყვეობაში მყოფმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომ არჩევნების შემდეგ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, თითოეული თქვენგანის ინტერესი იქნება დაცული და თითოეული თქვენგანი იქნება დაფასებული. მჯერა, თქვენ დაიცავთ საქართველოს კანონმდებლობას, დაიცავთ საქართველოს კონსტიტუციას და დაიცავთ საჯარო მოხელის ეთიკას.

მჯერა, თქვენ არ გახდებით არჩევნების გაყალბების ინსტრუმენტი ივანიშვილის ხელში და დადგებით იქ, სადაც დგას ქართველი ხალხი და საქართველოს ეროვნული ინტერესები",- აცხადებს თინა ბოკუჩავა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
ივანიშვილის წარმომადგენელ პაპუაშვილს ჰქონია, რომ ცენზურა ქვეყანაში ევროკავშირის იმიჯის გამოსასწორებლად დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics