|
2024-10-22 16:09:01, 391 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე გახარიაზე - მისთვის ეპითეტი გარეწარიც კი ძალიან რბილი შეფასებაა
ხელისგულზე დევს გახარიას დანაშაულები. ის ცდილობდა, გარე დავალებების საფუძველზე, დაეზიანებინა სახელმწიფოს ინტერესები,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კობახიძის შეფასებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და პარტია „საქართველოსთვის" ლიდერ გიორგი გახარიასთვის „ეპითეტი გარეწარიც კი ძალიან რბილი შეფასებაა“. „კიდევ ერთხელ შემიძლია, ჩამოვთვალო რამდენიმე მთავარი დანაშაული, რაც მან ჩაიდინა. ეს იყო მესტიის სპეცოპერაცია, სადაც შეურაცხყოფილი დატოვა სპეცრაზმის წარმომადგენლები, ჩვენი პოლიციელები, მის მიერ დაგეგმილი სპეცოპერაციის გამო. მეორე იყო პანკისი, სადაც ზუსტად იგივე მოხდა. მესამე იყო ბასიანის სპეცოპერაცია, გახსოვთ, როგორ წარიმართა ეს მოვლენები. გახარია შეგნებულად ერთმანეთს უპირისპირებდა სახელმწიფოსა და ადამიანებს, სამართალდამცავებს და ახალგაზრდებს. ამას აკეთებდა სპეციალურად, შეგნებულად, გარე დავალებების საფუძველზე და რაც მან 20 ივნისს გააკეთა, როდესაც წყლის ჭავლი და გაზი არ გამოიყენა და მიიყვანა საქმე იქამდე, სადამდეც მიიყვანა, ეს არის მისი ერთ-ერთი უმთავრესი და უმძიმესი დანაშაული. მისი დანაშაული იყო ასევე ჩორჩანა, დეტალებს აღარ გავიხსენებ. თითოეულ შემთხვევაში, ის ცდილობდა, გარე დავალებების საფუძველზე დაეზიანებინა სახელმწიფო ინტერესები, დაეპირისპირებინა ერთმანეთისთვის სამართალდამცავები და ახალგაზრდები, ზოგადად, სახელმწიფო და ადამიანები. ეს არის უმძიმესი დანაშაულები, რომლებსაც გახარია სჩადიოდა, სწორედ, დავალებების საფუძველზე, აქედან გამომდინარე, მისთვის ეპითეტი გარეწარიც კი არის ძალიან რბილი შეფასება",- განაცხადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)