|
2024-10-22 15:33:43, 357 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - უკვე შეთანხმებულია ივანიშვილსა და აშშ-ის ელჩს შორის შეხვედრა, რომელიც ურთიერთობების გადატვირთვას ხელს შეუწყობს
ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ურთიერთობების გადატვირთვა როგორც აშშ-სთან, ისე ევროკავშირთან. ყველა ვართ მოხარული, რომ უკვე შეთანხმებულია ბიძინა ივანიშვილსა და აშშ-ის ელჩს შორის შეხვედრა, რომელიც არჩევნების დასრულებისთანავე აუცილებლად შედგება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა თქვა, აღნიშნული შეხვედრა ურთიერთობების გადატვირთვას ხელს შეუწყობს. „ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ურთიერთობების გადატვირთვა როგორც აშშ-სთან, ისე ევროკავშირთან. აქედან გამომდინარე, ყველა ვართ მოხარული, რომ უკვე არის შეთანხმებული ეს შეხვედრა ბიძინა ივანიშვილსა და აშშ-ის ელჩს შორის, რომელიც არჩევნების დასრულებისთანავე, ძალიან მალე აუცილებლად შედგება. დარწმუნებული ვარ, ეს შეხვედრაც ხელს შეუწყობს ურთიერთობების გადატვირთვას. ჩვენ ვაკეთებთ და გავაკეთებთ ყველაფერს ამისთვის. მთავარია, ჩვენ ვიხილოთ შემხვედრი ნაბიჯები. დარწმუნებული ვარ, ეს შეხვედრა იქნება ძალიან პროდუქტიული სწორედ ურთიერთობების გადატვირთვის თვალსაზრისით",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)