|
2024-10-22 15:15:09, 375 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი თინა ბოკუჩავას, ნიკა გვარამიასა და მამუკა ხაზარაძეს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერ ნიკა გვარამიას, “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერ თინა ბოკუჩავასა და “ძლიერი საქართველოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძეს შეხვდა. როგორც შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ნიკა გვარამიამ განაცხადა, “ქართულ ქარტიაზე" ხელმოწერები დაცული იქნება. "ნებისმიერ ვითარებაში, როგორც ქარტიის ხელმომწერები, ჩვენ აბსოლუტურად უპრობლემოდ მიგვაჩნია მხარდაჭერა, რაზეც არ უნდა იყოს ლაპარაკი. გულწრფელად გეუბნებით, ჩვენი პასუხია ის, რომ ჩვენი ხელმოწერები იქნება დაცული, ჩვენი სიტყვა იქნება შესრულებული… პრეზიდენტი უფრთხილდება შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას, მისი გამოსვლები იმდენად პოლიტიკური არ არის, რამდენადაც ემოციური და ისტორიული, რაღაცნაირად დროთა კავშირს კრავს სალომე ზურაბიშვილი, პირველი რესპუბლიკის და დამოუკიდებელი საქართველოსი, მას ამის უფლება აქვს, მეტიც, მგონია, რომ მოვალეობაც“,- განაცხადა გვარამიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)